01:02:37     10-12-2013
როგორ მოვამზადოთ ერბო-კვერცხი ყვავილოვანი კომბოსტოთი

ძალიან საინტერესო და ადვილად მოსამზადებელი ერბო-კვერცხის ვერსია.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
ხახვი - 1-2 თავი
ერბო ან ზეთი - 2 სუფრის კოვზი
კვერცხი - 3 ცალი
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 საშუალო თავი
რაჟანი, მწვანილი,მარილი - გემოვნებით
საფეხურები
1 ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში დავჭრათ ძალიან წვრილად, მოვაყაროთ მარილი, კარგად ავურიოთ და მოვათავსოთ ცხიმიან ტაფაზე; დავახუროთ თავსახური და ნელ ცეცხლზე კარგად მოვშუშოთ.
2 შემდეგ მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი. კვლავ დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ცეცხლზე, ვიდრე კვერცხი შეიწვება. გადმოდგმის დროს შეიძლება მოვასხათ არაჟანი ან მაიონეზი.
rogor.ge
0