15:17:02     09-12-2013
გერმანიის პრეზიდენტმა სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა

Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი რუსეთში სოჭის ზამთრის ოლიმპიადას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ბოიკოტის შესახებ გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციის უკვე აცნობა.
როგორც გამოცემა წერს, იოაჰიმ გაუკის პროტესტის მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და ოპოზიციის მიმართ განხორციელებული რეპრესია, კერძოდ, რამდენიმე თვის წინ მიღებული კანონი გახდა, რომელიც "ჰომოსექსუალობის პროპაგანდას" კრძალავს.
იოაჰიმ გაუკი რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას არასდროს მალავდა. 2012 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იოაჰიმ გაუკი ოფიციალური ვიზიტით ერთხელაც არ ყოფილა რუსეთში.
0