14:06:29     09-12-2013
პრემიერ-მინისტრი კონფერენციაზე

ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილეს ეძღვნება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა გახსნეს.
როგორც სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა აღნიშნა, ნიშანდობრივია, რომ ზურაბ ჟვანიას 50 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმართება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის თემაზე. " ახლა ჩვენი თაობაა პასუხისმგებელი იმისათვის, თუ როგორ ივლის საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვალდებული ვართ თანამიმდევრული და სწორი ნაბიჯებით ვიაროთ ამ გზაზე, რათა ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი და გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომაცაა ვილნიუსში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა საქართველოსთვის"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პარლამენტისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფენრენციას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ესწრებიან.
0