12:41:26     09-12-2013
ზვიად კვაჭანტირაძე: რეგიონში კრიმინალური მდგომარეობა აშკარად მკვეთრად გაუარესებულია
![a26793.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a26793.jpg)
კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე "პრესა.ჯი"-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ოზურგეთში კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორების პირობა მთავრობის უმაღლესი პირებისგან მიიღო. დეპუტატი აცხადებს, რომ რეგიონში ძარცვისა და ყაჩაღობის ფატებმა სისტემატური ხასიათი მიიღო.
კვაჭანტირაძე: მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოზურგეთში გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ. რეგიონში კრიმინალური მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია. ზედიზედ ბანკების დაყაჩაღებები უკვე სერიოზულ პრობლემას ქმნის.
"პრესა.ჯი": თუ ჩააყენეთ საქმის კურსში შესაბამისი ორგანოები?
- რა თქმა უნდა, საქმის კურსშია ყველა შესაბამისი ორგანო, მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლებისგან პრობლემის გამოსწორების პირობა მივიღე.
- შესაძლებელია თუ არა თქვენი განცხადების შემდეგ ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან?
-ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ყაჩაღობის ფაქტების გამოძიება იგვიანებს, ეს კი პრობლემაა.
-ხომ არ შეიძლება თქვენი ხმაურიანი განცხადება ისე აღიქვან, რომ თქვენ მმართველ გუნდს ემიჯნებით?
-რა შუაშია, მკვლელებთან და ყაჩაღებთან "ქართული ოცნება"? მე დავინახე პრობლემა და ვთქვი ეს საჯაროდ. თუ პრობლემა არ მოგვარდა, ამასაც ხმამაღლა ვიტყვი.
0