სამართალდამცავებმა პატრულის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს სამართალდამცავებმა პატრულის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს />


  12:01:34     09-12-2013

სამართალდამცავებმა პატრულის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

a26790.jpg

შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული ირაკლი ბ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2 დეკემბერს, ბრალდებულმა მეტროსადგურ "ნაძალადევის" ქვედა ვესტიბიულში პატრულ-ინსპექტორი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ცივი იარაღით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ირაკლი ბ. თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით.

0

ავტორი: