ღორის ხორცი კარტოფილითა და ხახვით ღორის ხორცი კარტოფილითა და ხახვით />


  09:02:55     07-12-2013

ღორის ხორცი კარტოფილითა და ხახვით

a26767.jpg

ამ რეცეპტით მომზადებული ღორის ხორცი არის ძალიან გემრიელი და არომატული ვინაიდან "გამოცხობის" პროცესში კარტოფილი და ნაღები მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

 
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

    ღორის რბილი ხორცი - 700 გრამი
    იასამნისფერი ხახვი - 1 ცალი
    მზესუმზირის რაფინირებული ზეთი - 100 მლ
    კარტოფილი - 8 ცალი
    ნაღები - 200 მლ
    ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
    მარილი
    პილპილი

საფეხურები

    1
    მოიმარაგეთ ინგრედიენტები. ამ კერძის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ღორის ხორცის რბილი, წვრილი კარტოფილი, ნაღები, იასამნისფერი ხახვი, მარილი, პილპილი, რაფინირებული მზესუმზირის ზეთი და ფქვილი.
    2
    დაჭერით ღორის ხორცი საშუალო ნაჭრებად და დაამატეთ მარილი და პილპილი.
    3
    ამოავლეთ ხორცის ნაჭრები ფქვილში.
    4
    შეწვით ხორცი გახურებულ ტაფაზე (ძალიან ცოტა ზეთის გამოყენებით) სანამ არ შეოქროსფერდება. გადმოიტანეთ შემწვარი ხორცი თეფშზე, დააფარეთ ფოლგა და დროებით დატოვეთ.
    5
    დაჭერით ხახვი.
    6
    გაფცქვენით და დაჭერით კარტოფილი - თითო 2-4 ნაჭრად ზომიდან გამომდინარე (სასურველია პატარა ზომის კარტოფილი).
    7
    დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
    8
    დაიწყეთ კარტოფილის შეწვა ცხელ ტაფაზე მცირეოდენი ზეთის გამოყენებით. როგორც ხორცის შემთხვევაში თქვენი მიზანია არ შეწვათ კარტოფილი "ბოლომდე".
    9
    გადმოიტანეთ ხორცი, ხახვი და კარტოფილი გამოსაცხობ ფორმაში.
    10
    დაამატეთ ნაღები.
    11
    დახურეთ ფორმა ფოლგით.
    12
    შედგით გამოსაცხობად წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 °C-ზე დაახლოებით 40 წუთით. სუფრაზე მიიტანეთ მაშინვე როგორც კი მომზადდება. გარნირი - ახალი ბოსტნეული. 0

ავტორი: