08:57:56     07-12-2013
შქმერული

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
წიწილა - 1ც.
რძე -100გრ.
ნიორი - 50გრ.
ზეთი - 20 გრ.
წყალი - 80გრ.
ცხიმი - 50გრ.
მარილი - 20გრ. (სურვილისამებრ 1 ს/კ ნიგოზი).
საფეხურები
1 პირველ რიგში გავასუფთავოთ ქათამი, მოვათავსოთ ტაფაზე, მოვაყაროთ მარილი, სასურველია წავუსვათ მცენარეული ზეთი ორივე მხრიდან, შევდგათ ღუმელში და შევწვათ დაახლოებით 220 გრადუს ტემპერატურაზე.
2 შემწვარი წიწილი მოვათავსოთ კეცზე. ტაფაზე დავასხათ წყალი,გადატარებული ნიორი, რძე, 50 მილიგრამი ცხიმი მოვადუღოთ და დავასხათ წიწილას. კერძი მივირთვათ ცხელი მომზადებისთანავე.
0