08:57:00     07-12-2013
ვაშლის კრუასანი

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
250გრ. კრუასანის მზა ცომი
2 ს.კ. დაჭრილი თხილი
5 ს.კ. ვაშლის ხილფაფა
1 ჩ.კ. შაქარი
საფეხურები
1 გააბრტყელეთ კრუასანის ცომი, დაჭერით თანაბარი ზომის ექვს სამკუთხედად.
2 ვაშლის ხილფაფას სურვისამებრ შეურიეთ ცოტა დაფქული დარიჩინი ან მიხაკი, წაუსვით ცომის ნაჭრებს და განიერი მხრიდან გადაახვიეთ.
3 დაჭრილ თხილს შეურიეთ შაქარი და ცოტა დარიჩინი და მოაყარეთ კრუასანებს , ღუმელი გააცხელეთ 200 C-მდე , გამზადებული კრუასანები პერგამენტიან ფირფიტაზე დააწყეთ და აცხეთ 12-15 წთ.
0