17:27:14     01-02-2011
ახალი ზელანდიის სამხედრო ძალები კვლავ ავღანეთში რჩება
ახალი ზელანდიის სპეციალური სამხედრო სამსახური (SAS) ავღანეთში კიდევ ერთი წლით რჩება. ამის შესახებ ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ სპეციალური გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილია, ქვეყნის სამხედრო ძალებს ავღანეთში ყოფნის ვადა მარტში უმთავრდებოდათ.
როგორც პრემირ–მინისტრმა ჯონ კეიმ განაცხადა, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქვეყნის წარმომადგენლებს არ შეუსრულებიათ ის ამოცანა, რომელიც ავღანეთის კრიზისის გადაწყვეტაში დაისახეს. თუმცა, ჩვენ ვალდებულები ვართ 12 თვეში დავაბრუნოთ ახალ ზელანდიელი სამხედროები სამშობლოში, დასძინა პრემიერმა იმათ გასაგონად, ვინც მათი ქვეყნის ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის წინააღმდეგია.
დღეისათვის, ავღანეთის ტერიტორიაზე ახალი ზელანდიიდან 234 სამხედრო იმყოფება. ისინი სხვადასხვა პროვინციებში არიან გადანაწილებული და ასრულებენ მოვალეობას კოალიციური ჯარების შემადგენლობაში.
0