ეგვიპტის არმიამ მთელ ქვეყანაში გზები გადაკეტა ეგვიპტის არმიამ მთელ ქვეყანაში გზები გადაკეტა />


  17:23:54     01-02-2011

ეგვიპტის არმიამ მთელ ქვეყანაში გზები გადაკეტა

a3364.jpg

ეგვიპტის არმიამ ქვეყნის მსხვილი ქალაქების ავტომაგისტრალები გადაკეტა. ამის შესახებ სააგენეტო „ფრანს პრესი“ იუწყება. ჯარისკაცები დედაქალაქში არ უშვებენ სატვირთო მანქანებს, მათ შორის, პროდუქტებით დატვირთულ ავტომობილებსაც. გაიხსნა გამშვები პუნქტები, რომლის მეშვებითაც ყველაფერი კონტროლდება.

 

ამას გარდა, სამხედროების მიერ მთლიანად კონტროლდება ქვეყნის მთელი სარკინიგზო ქსელი. როგორც იუწყებიან, დაკეტილია კაიროს  ორიდან ერთი მეტროპოლიტენი. თვითონ  დედაქალაქის მასშტაბითაც ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. ყოველდღიურად კეთდება განცხადებები სამხედრო მეთაურების მიერ, რომლებიც აღნიშნავენ, რომ არ დაუშვებენ ქვეყანაში ქაოსს, მოროდიორობას და დანაშაულებების ზრდას.

 

დღევანდელ საპროტესტო მარშთან დაკავშირებით, ეგვიპტის არმიამ წინასწარ განაცხადა, რომ მანიფესტანტების ძალისმიერი გზით დარბევა არ მოხდება. თუმცა, მიუხედავად სამხედროთა ამ განცხადებებისა, როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში, არეულობების შედეგად, 120–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. გაეროს მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 300–მდე გაიზრდება.     

 

საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, პრეზიდენტმა მუბარაქმა დაითხოვა მთავრობა, მაგრამ თვითონ პრეზიდენტის პოსტიდან არ გადამდგარა. არმიამ კი მოვლენების დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ის ხალხის წინააღმდეგ არ წავა.  

0

ავტორი: