22:45:19     05-12-2013
როგორ მოვამზადოთ გოზინაყი
გოზინაყი საქართველოში ყველაზე გავრცელებული ტკბილეულია, რომელსაც საახალწლოდ ამზადებენ. ის მზადდება ნიგვზით და თაფლით.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
ნიგოზი 200 გრ.
თაფლი 100 გრ.
შაქარი 10 გრ.
საფეხურები
1 მოცემული რაოდენობის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ სქელ ძირიანი პატარა ან თუჯის ქვაბი.
2 პირველ რიგში, ნიგოზი მოხალეთ დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ და დაჭერით გრძელ და თხელ ნაჭრებად. დუშფალანგის გამოყენებით გაცერით დაჭრილი ნიგოზი, რათა მოაცილოთ კანის ფერფლი.
3 ამასობაში, ქვაბში ჩაასხით თაფლი და დადგით დაბალ ცეცხლე. მუდმივად ურიეთ ხის კოვზით. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ჩააწვეთეთ თაფლი მინის ჭიქაში ცივი წყლით. თუ თაფლის წვეთი არ იშლება, ინარჩუნებს ფორმას და არის მკვრივი, შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი და აადუღოთ კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში.
4 ქვაბი გადადგით ცეცხლიდან, ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და კარგად მოურიეთ.
5 მიღებული მასა გააბრტყელეთ ხის ფართო დაფაზე, რომელიც უნდა დანამოთ წყლით. ჯერ გააბრტყელეთ მასა ხელით და შემდეგ გასაბრტყელებელით, რომელიც აგრეთვე უნდა იყოს დანამული წყლით.
6 გოზინაყის ფენის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 სანტიმეტრს.
7 სანამ გაბრტყელებული გოზინაყის მასა არ გაცივებულა, დაჭერით ის რომბებად. გოზინაყის ზედაპირის სიპრიალისთვის გადაუსვით მას დასველებული ხელის გული, ოღონდ გაბრტყელებული მასა უდა იყოს ოდნავ თბილი.
გაფრთხილებები
თუ ვერ მოასწარით გოზინაყის გაჭრა, აიღეთ დანა, გააცხელეთ და ისე დაჭერით გოზინაყი.
rogor.ge
0