ჯონ კერი ისრაელსა და ირანზე ჯონ კერი ისრაელსა და ირანზე />


  17:04:51     05-12-2013

ჯონ კერი ისრაელსა და ირანზე

a26723.jpg

"ისრაელის უსაფრთხოება ის ძირითადი ფაქტორია, რაც განსაზღვრავს აშშ-ს პოზიციას ირანთან ბირთვული პროგრამის საკითხის მოგვარების მოლაპარაკებებში. აშშ იზრუნებს საიმისოდ, რომ ძირითადი სანქციები ირანის მიმართ შენარჩუნდეს" - განაცხადა  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ. 

"ისრაელის უსაფრთხოება ამ მოლაპარაკებების დღის წესრიგის უმთავრესი პუნქტია", - დასძინა იერუსალიმში ვიზიტად მყოფმა ჯონ კერიმ.
"სანქციების რეჟიმის ფუნდამენტი, რომელიც ნავთობსა და საბანკო სექტორს ეხება, სრულიად შენარჩუნებულია. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ჩვენ გავააქტიურებთ ძალისხმევას ამ სანქციების გამოყენების განხრით, ფინანსთა სამინისტროსა და სხვა ფედერალური უწყებების მეშვეობით", - აღნიშნა მან. 

კერის განცხადების შესახებ ინფორმაციას "ასოშიეითედ პრესი" ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-სსახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ოთხშაბათს ისრაელში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ირანთან შეთანხმებას მიაღწიეს და რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია ისრაელში. 

0

ავტორი: