ეზოგელინის სუპი ეზოგელინის სუპი />


  17:16:38     01-02-2011

ეზოგელინის სუპი

a3362.jpg

გემრიელი, არომატული თურქული სუპი ეზოგელინი ძალიან მარტივად მზადდება. საინტერესოა მასთან დაკავშირებული ლეგენდაც: გოგონა, სახელად ეზო, ანატოლიაში ცხოვრობდა. მშობლებმა, მისი თანხმობის გარეშე, გაათხოვეს ერთ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც სხვა ქალი უყვარდა.

 

უსიყვარულო ქორწინებიდან ერთ წელში გოგონა სახლში დაბრუნდა, მაგრამ მალე ისევ გაათხოვეს სირიაში. მუდამ სევდიანმა ეზომ გააკეთა ეს სუპი დედისა და სამშობლოს მოსაგონრად და მას პატარძალ (რძალ) ეზოს სუპი უწოდეს. მას შემდეგ ყველა საპატარძლო ქორწილის წინ ამზადებს ამ სუპს, როგორც ბედნიერი ქორწინებისა და ცხოვრების სიმბოლოს.

 

მასალა: 100 გრ წითელი ოსპი, 70 გრ ბულგური (ხორბლის მსხვილი ღერღილი), 1 თავი ხახვი, 2 სუფრის კოვზი ტომატ პასტა, ან 100 მლ ნატურალური პამიდვრის სქელი პიურე, 2 სუფრის კოვზი ხმელი პიტნა პაპრიკა, შავი პილპილი, მარილი

1.2-1.5 ლ წყალი ან ბულიონი, 50 გრ კარაქი

 

მოშუშეთ ხახვი კარაქში. დაამატეთ ტომატ პასტა ან პამიდვრის პიურე, ბულგური, ოსპი და დაასხით წყალი ან ბულიონი.

 

როცა წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ, სანამ ოსპი და ბულგური არ დარბილდება. შუა პროცესში ჩაამატეთ პიტნის ნაწილი და ცოტა პაპრიკა.

 

წყლის რაოდენობა თვითონ განსაზღვრეთ იმის მიხედვით, თუ რა სისქის სუპი გინდათ: ძალიან წყალწყალა არ უნდა იყოს, მაგრამ არც ძალიან სქელი.

შეგიძლიათ მსუბუქად დააბლენდეროთ.

 

ბოლოს დაამატეთ პილპილი, დარჩენილი პიტნა და პაპრიკა. შეაზავეთ მარილით

  

perfectcook.org

0

ავტორი: