12:53:36     05-12-2013
გურიაში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს ცეცხლი გაუხსნეს
![a26706.gif](http://presa.ge/img/multimedia/a26706.gif)
კრიმინალური ფაქტი მოხდა გურიაში, გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, ობიექტის თანამშრომელი სასტიკად სცემეს და 4 ათასი ლარი გაიტაცეს.
დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება. მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალებს იკვლევენ, განცხადება კი მოგვიანებით გავრცელდება.
0