სასწრაფოდ: საკადრო ცვლილებები - ხადურსა და მელაშვილს ხსნიან სასწრაფოდ: საკადრო ცვლილებები - ხადურსა და მელაშვილს ხსნიან />


  12:43:03     05-12-2013

სასწრაფოდ: საკადრო ცვლილებები - ხადურსა და მელაშვილს ხსნიან

a26705.jpg

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, პრემიერი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს გეგმავს - პოსტს გამოემშვიდობება ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მინისტრი, ნოდარ ხადური და პრემიერის მრჩეველი, ირაკლი მელაშვილი.

ცვლილებები იგეგმება მრჩეველთა საბჭოსა და „ქართულ ოცნებაშიც“. მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობამ სკანდალური ხასიათი მიიღო, წყალი შეუდგა პრემიერის მრჩეველს, ირაკლი მელაშვილსაც. მელაშვილს, მომავალ კვირას შეცვლიან.

თუმცა, ცვლილებები ამით არ ამოიწურება - საუბრობენ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეცვლის თაობაზეც.  მისი „ჩამოლაბორანტება“, შესაძლოა, მისივე ყოფილმა მოადგილემ - ჯანდიერმა დააჩქაროს.

წულუკიანის ოცნება სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობაა. თუმცა, როგორც ჩანს, ქალბატონი თეა ისე „აორთქლდება“  ხელისუფლებიდან რომ ვერც ამ ოცნებას აისრულებს და მინისტრის სავარძელსაც მალე დაკარგავს.

რაც შეეხება ალასანიას, მას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ახსნა-განმარტების შემდეგ გაუჩნდა შანსი, ჯერჯერობით თანამდებობაზე დარჩეს.  

0

ავტორი: