მარგველაშვილისთვის ხელფასის მომატება ხადურმა ოფიციალურად დაადასტურა მარგველაშვილისთვის ხელფასის მომატება ხადურმა ოფიციალურად დაადასტურა />


  10:47:47     05-12-2013

მარგველაშვილისთვის ხელფასის მომატება ხადურმა ოფიციალურად დაადასტურა

a26698.jpg

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარგველაშვილს ხელფასი გაურმაგდა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, 9 ათასი ლარიდან პრეზიდენტი ხელზე 7 200 ლარს აიღებს.

ხადური მარგველაშვილსთვიის ხელფასის გაზრდას იმით ხსნის, რომ პრეზიდენტის ერთადერთი შემოსავალი სწორედ საპრეზიდენტო ხელფასია.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი, მათ შორის - შემცირებები, ვინაიდან აპარატს იმდენი ფუნქცია აღარ ექნება და რესურსი საკმარისი იქნება შრომის ანაზღაურების მოსაწესრიგებლად. პრეზიდენტის ხელფასის გაზრდა სრულიად შესაძლებელია არსებული დაფინანსების ფარგლებში. ძალიან ბევრი ხარჯი, რომელსაც წევდა წინა პრეზიდენტი, არ იქნება გაწეული. 9 ათასი ლარიდან პრეზიდენტი ხელზე აიღებს მხოლოდ 7 200 ლარს", - აღნიშნა ხადურმა.

ცნობისთვის, მარგველაშვილის მიერ ხელფასის გაორმაგების შესახებ "პრესა.ჯი" ჯერ კიდევ ორი დღის წინ წერდა. აღსანიშნავის, რომ მარგველაშვილის წინამორბედის ხელფასი 4 500 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება პრემიერ ღარიბაშვილის ხელფასს, ის იმის მიუხედავად, რომ პრემიერის ფუნქცია გაზრდილია, უცვლელი დარჩა. 0

ავტორი: