05:58:17     04-12-2013
გებჟალია
გებჟალია მეგრული კერძია, რომელსაც ყველისა და ნადუღისგან ამზადებენ. მას პიტნის გამოკვეთილი არომატი აქვს.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
ჭყინტი სულგუნი 500 გრ.
პიტნა 50 გრ.
არაჟანი 50 გრ.
რზე 1 ლ.
ნადუღი 100 გრ.
მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
საფეხურები
1 რძე დადგით დაბალ ცეცხლზე. თბილ რძეში ჩაყარეთ სულგუნის წვრილად დაჭრილი ნაჭრები და მუდმივად ურიეთ ხის კოვზით.
2 როგორც კი ყველი გახდება წელვადი, მაშინვე ამოიღეთ, გააბრტყელეთ ხელით და ეცადეთ მისცეთ ოთხკუთხედი ფორმა.
3 გაბრტყელებული ყველის ფირფიტის მთელ ზედაპირს გადაუსვით წვრილად დაჭრილი ან დანაყული პიტნის, წიწაკის და მარილის ნაზავი. გადაახვიეთ რულეტად. შეამზადეთ და მოათავსეთ მარილიან წყალში ( 0.5 ლ წყალზე 3 ს.კ მარილი).
4 ცალკე მოამზადეთ გებჟალიის სოუსი. ამისათვის აიღეთ 100 გრ. რძე, რომელშიც მომზადდა ყველი, დაუმატეთ არაჟანი და ნადუღი, ყველაფერი ეს დააბლენდერეთ. სოუსს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ან დანაყული პიტნა, წიწაკა და მარილი.
5 გებჟალიის რულეტი დაჭერით ნაჭრებად და მოათავსეთ მომზადებულ სოუსში.
rogor.ge
0