გოგრა-ბარდას წვნიანი (სამარხვო) გოგრა-ბარდას წვნიანი (სამარხვო) />


  05:55:23     04-12-2013

გოგრა-ბარდას წვნიანი (სამარხვო)

a26657.jpg

გოგრა-ბარდას წვნიანი საკმაოდ მარტივი და სწრაფად მომზადებადი კერძია, რომელიც გამოირჩევა გემოთი და ბოსტნეური მრავალფეროვანი შემცველობით. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა სამარხვო საჭმელებს შორის.

 
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

    300გ გოგრა
    2 კარტოფილი
    ნახევარი ჭიქა მშრალი ბარდა
    1 სტაფილო
    ოხრახუშის ან ნიახურის ფესვი
    მცენარეული ზეთი
    წიწაკა
    ოხრახუშის ან კამას მწვანილი
    მარილი

საფეხურები

    1 წყალი გადაავლეთ მშრალ ბარდას და დატოვეთ წყალში დასალბობად მთელი ღამით. დილით წყალი გადაასხით, ქვაბი აავსეთ ახალი წყლით, ჩაყარეთ მასში ბარდა და დადგით საშუალო ცეცხლზე ნახევრად მომზადებამდე (დაახლოებით 30 წუთით).
    2 ეს დრო გამოიყენეთ კარტოფილის გასარეცხად და გასათლელად, დაჭერით ოთხკუთხედებად და ჩაყარეთ ქვაბში. ხახვი, კარტოფილი და ოხრახუშის ფესვი გაწმინდეთ, დაჭერით და შეწვით მცენარეულ ზეთში.
    3 წინასწარ დაწმენდილი გოგრა დაჭერით ოთხკუთხედებად. მას შემდეგ, რაც კარტოფილის ჩაყრიდან გავა 15 წუთი, წვნიანში დაამატეთ დანარჩენი ბოსტნეული.
    4 დაუმატეთ მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანილი და მოხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში იქამდე, სანამ გოგრა არ გახდება ნახევრადგამჭირვალე. უკეთესი იქნება, თუ გამზადებულ გოგრა-ბარდას წვნიანს მიიტანთ სუფრაზე მომზადებისთანავე.

rogor.ge
0

ავტორი: