14:54:13     03-12-2013
მაღრაძე ნადირაშვილისგან მეტ კონკრეტიკას მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე "ნაციონალური მოძრაობის"
დეპუტატ ირმა ნადირაშვილს სთხოვს დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელოს.
საქმე ეხება ნადირაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის
მიხედვითაც მისთვის ცნობილია იმ პირების ვინაობა, ვინც ვანო მერაბიშვილის
ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის საცხოვრებელ სახლთან ასაფეთქებელი
ნივთიერება დაამონტაჟეს.
"კომენტარის გაკეთება არ მინდა ამ თემაზე, რამდენჯერაც "ნაციონალური მოძრაობა" არაარგუმენტირებულ ინფორმაციას გაავრცელებს, არ მინდა ამაზე შეფასება გავაკეთო. ვურჩევ ქალბატონ ნადირაშვილს მეტი კონკრეტიკა გააუკეთოს ამ ინფორმაციას",- განუცხადა მაღრაძემ "პრესა.ჯი"-ს.
ცნობისთვის, ნადირაშვილმა დღესვე შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრაც მოითხოვა. ნადირაშვილი აცხადებს, რომ დამნაშავეები შს სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
0