06:28:12     03-12-2013
ნიგვზიანი ტორტი ფქვილის გარეშე
მსუბუქი და გემრიელი საზეიმო ტორტი, რომელიც მზადდება განსაკუთრებული მეთოდით დაგავიწყებთ ზედმეტ კალორიებთან შექმნილ პრობლემებს, ვინაიდან მის შემადგენლობაში არ შედის არცერთი გრამი ფქვილი.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
500 გრ გასუფთავებული ნიგოზი
200 გრ ზეითუნის ზეთი
10 კვერცხი
2.5 ჭიქა შაქარი
ვანილის შაქარი
მარილი
საფეხურები
1 კრემის მომზადება
აითქვიფეთ 2 კვერცხი 0.5 ჭიქა შქართან ერთად, ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში და გააგრძელეთ ათქვეფა. როცა შიგთავსი გასქელდება, დაუმატეთ 200 გრამი ზეითუნის ზეთი და ათქვიფეთ იქამდე, სანამ არ გახდება ერთიანი მასა.
2 კვერის მომზადება
ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. კვერხში დააცალკევეთ ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. ათქვიფეთ კვერცხის გული და დაუმატეთ შაქარი. ათქვეფილი ცილი მესამედი აურიეთ ნიგოზს და ათქვეფილ კვერცხის გულს. დაუმატეთ დარჩენილი 2/3 ათქვეფილი კვერცხის გული ისე, რომ არ შეწყვითოთ მთლიანი მასის ათქვეფა.
3 მიღებული მასა გადაიტანეთ ზეთწასმულ ჭურჭელში და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. ღუმელი გაახურეთ 200-220 გრადუს ტემპერატურამდე და დაელოდეთ ტორტის გამოცხობას.
4 გაჭერით ტორტი შუაზე და წაუსვით კრემი შეგინიდან, შემდეგ ისევ შეაერთეთ და კრემი უკვე ზევიდან წაუსვით.
წყარო
0