ტაქსის მძღოლი თავდამსხმელმა ყელის არეში დაჭრა ტაქსის მძღოლი თავდამსხმელმა ყელის არეში დაჭრა />


  18:51:03     02-12-2013

ტაქსის მძღოლი თავდამსხმელმა ყელის არეში დაჭრა

a26603.jpg

თბილისში ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით ყელის არსეში ჭრილობა მიაყენეს. "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, შემთხვევა ნინო ჟვანიას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შსს-მ დანაშაული უკვე გახსნა...

დაზარალებული შუახნის მამაკაცია. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 118–ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის განზრახ ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"დადგენილია თავდამსხმელის ვინაობაც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები",- უთხრეს პრესა.ჯი"-ს უწყების პრესსამსახურში.

0

ავტორი: