ისპანახის ფხალი ისპანახის ფხალი />


  02:15:36     02-12-2013

ისპანახის ფხალი

a26563.jpg

საჭირო მასალები/ხელსაწყოები: ისპანახი 1 კგ. ნიგოზი 100 გრ. ნიორი 2 კბილი ძმარი 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი 5 გრ. უცხო სუნელი 5 გრ. ყვითელი ყვავილი 5 გრ. ცოცხალი ქინძი 30 გრ. მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით 1 საშუალო ბროწეული საფეხურები 1 ისპანახი გავრეცხოთ. თუ ძირები უხეშია, მოვაცალოთ, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 5 წთ. მომზადებამდე.
2 გადმოვიღოთ საწურზე და გავაგრილოთ.
3 კარგად გავწუროთ, წვრილად დავკეპოთ, ან გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. ნიგოზიც გავატაროთ ხორცის საკეპი მანქანის წვრილ ბადეში, შევურიოთ ნიორი, სუნელები, ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
4 წვრილად დავჭრათ ქინძი და გადავურიოთ ისპანახისა და ნიგვზის მასაში.
5 მომზადებული მასიდან გავაკეთოთ პატარა ბურთულები და გავუკეთოდ ჩაღრმავება, რომელშიც მოვათავსოთ ბროწეულის მარცვლები.
0

ავტორი: