საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
წიწილა 0.8 1 კგ.
ქათმის ღვიძლი 200 გრ.
სულგუნი 150 გრ.
კარაქი 50 გრ.
ნიორი 20 გრ.
ხმელი ქინძი 1/2 ჩ.კ
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
წითელი წიწაკა 5 გრ.
საფანელი 60-80 გრ.
საფეხურები
1 ქათამი გავტრუსოთ და გამოვშიგნოთ ისე,
რომ არ გავჭრათ ის თავიდან ბოლომდე. შემდეგ გავრეცხოთ და კარგად შევაშროთ.
ქათმის ღვიძლი გავრეცხოთ და გადავწუროთ. სულგუნი გავხეხოთ და შევურიოთ ის
ღვიძლში. სულგუნის და ღვიძლის მასას დავამატოთ მარილი, პილპილი, გახეხილი
ნიორი და ხმელი ქინძი. ქათამი დავტენოთ მომზადებული მასით. 2 ავიღოთ ალუმინის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი
და მოვაყაროთ საფანელი. ქათამს გადავუსვათ ერთმანეთში შერეული ნივრის და
წიწაკის დარჩენილი რაოდენობა. ქათამი მოვათავსოთ ალუმინის ქაღალდზე და
შევახვიოთ. ალუმინის ქაღალდში შეხვეული ქათამი მოვათავსოთ ღუმელში და
ვამზადოთ 30 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე. 3 ღუმელი უნდა იყოს წინასწარ გახურებული.
შემდეგ გამოვიღოთ ქათამი, მოვხსნათ ალუმინის ქაღალდი და შევაბრუნოთ
ღუმელში. შევბრაწოთ ქათამი 280 გრადუს ტემპერატურაზე კიდევ 5-7 წუთის
განმავლობაში. 4 ამ კერძს გარნირად მოუხდება ბრინჯი, შეკმაზული ცოტაოდენი ნივრით და ძირათი. 5 ქათამი შეგიძლიათ დაჭრათ ოთხ ნაჭრად და ზედ დაადოთ ღვიძლის და სულგუნის შიგთავსი.
0