19:30:47     01-12-2013
მსახიობი პოლ უოკერი, 40 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა
ამერიკელი მსახიობი პოლ უოკერი, რომელმაც ფილმ "ფორსაჟით" გაითქვა სახელი, 40 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა. შემთხვევა შაბათს, კალიფორნიის ქალაქ სანტა-კლარიტაში მოხდა. მაღალი სიჩქარით მიმავალი წითელი პორშე, რომლის საჭესთან უოკერის მეგობარი იჯდა, ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა.
როდესაც ადგილზე მაშველები მივდნენ, მათ მანქანა ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ. ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ სალონში ორი გვამი აღმოაჩინეს, ერთი თავად პოლის და მეორე მისი მეგობრის.
პოლ უოკერი 1973 წელს კალიფორნიის ქალაქ გლენდალეში დაიბადა.
მსახიობი დაქორწინებული არ ყოფილა, თუმცა ყოფილი შეყვარებულისგან 14 წლის
ქალიშვილი ჰყავს. აღსანიშნავია რომ პოლი "ფორსაჟ 7"-ის გადაღებაში იღებდა
მონაწილეობას, რომლის გამოსვლა 2014 წელს იგეგმებოდა.
intermedia.ge