ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება პარაფირებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება პარაფირებულია />


  11:49:51     29-11-2013

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება პარაფირებულია

a26545.jpg

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება პარაფირებულია. დოკუმენტს დღეს თავფურცელზე ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერეს.

ევროკავშირის მხრიდან კი მნიშვნელოვან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერა უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონმა და ევროკომისარმა კარლ დე გუხტმა დააფიქსირეს. ცნობისთვის, პარაფირება საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურ ხელმოწერამდე, მისი ტექსტის ავთენტურობის დადასტურებაა, რაც მოწმობს, რომ მოცემული ტექსტი ხელშეკრულების საბოლოო შეთანხმებულ ვარიანტს წარმოადგენს.

ცნობისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა "შალახოს" ფონზე შესრულდა.

0

ავტორი: