11:26:52     29-11-2013
"რუსეთის ტანკებს ვეღარ დავინახავთ თბილისში"

"რუსეთის ტანკებს ვეღარ დავინახავთ თბილისში",- აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ლინკოლნ მიტჩელი ვილნიუსში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას. მისი თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, ასოცირების პარაფირებასთან დაკავშირებით, ქართულ საზოგადოებაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება.
"საქართველოში არ არის აზრი ორად გაყოფილი უკრაინისგან განსახვავებით.
პირიქით, ერთსულოვანი დამოკიდებულებაა. ეს ეხება პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც და ხალხშიც ასეთივე დამოკიდებულებაა. ასე, რომ, არ ვიცი, რუსეთი რას მოიმოქმედებს, არ მგონია, იაქტიუროს ახლა, ვიდრე, სოჭში ოლიმპიური თამაშები არ ჩატარდება. ისინი ძალიან მონდომებულნი არიან, რომ სოჭის ოლიმპიადამ კარგად ჩაიაროს.
თუმცა, იმასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, რომ ეს შექმნის დამატებით პრობლემებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში და არც იმის წარმოდგენაა ძნელი, რა შეიძლება, გააკეთოს რუსეთმა, როდესაც არ მოსწონს ის, რასაც აკეთებს საქართველო. ილუზიების გარეშე, რუსეთს რის გაკეთების შესაძლებლობაც გააჩნია, ყველამ იცის.
მაგრამ ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ რუსეთის ტანკებს ვეღარ დავინახავთ თბილისში, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ იყო. არ მგონია, მსოფლიო ისეთი მარტივი იყოს დღეს, რომ ეს ახლაც განმეორდეს", - ამბობს ამერიკელი ექსპერტი.
0