ბაქრაძის გამოსვლა ვილნიუსის სამიტზე ბაქრაძის გამოსვლა ვილნიუსის სამიტზე />


  15:28:14     28-11-2013

ბაქრაძის გამოსვლა ვილნიუსის სამიტზე

a26528.jpg

დავით ბაქრაძე ვილნიუსის სამიტის პარალელურად მიმდინარე ევროკავშირის პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლაში დავით ბაქრაძემ ლიტვის ყოფილ სახელმწიფო მეთაურ ვიტაუტას ლანდსბერგის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მკვეთრად პრო-ევროპულ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მთავრობისთვის. დავით ბაქრაძე მიესალმა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ამჟამინდელი მთავრობის მიერ დაწყებული სამუშაოს დასრულებას.


საკუთარ გამოსვლაში ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიის უკუსვლის, პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიისა და შერჩევითი სამართლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალ წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს.


კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი და ვიცე–სპიკერი გიორგი ბარამიძე.
მოგვიანებით, დავით ბაქრაძე მონაწილეობას ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა სამიტში მიიღებს, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპოი და ევროკავშირის ლიდერები დაესწრებიან.

0

ავტორი: