სადღესასწაულო ორცხობილები სადღესასწაულო ორცხობილები />


  10:48:53     28-11-2013

სადღესასწაულო ორცხობილები

a26509.jpg

რეცეპტის ინგრედიენტები:

        225 გრამი კარაქი
        1/2 ჭიქა შაქრის პუდრა
        1/4 ჭიქა სიმინდის ფქვილი
        1 1/2 ჭიქა ფქვილი

~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსამდე.

2. გათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის უმარილო კარაქი მიქსერით. მონაცვლეობით ჩაუმატეთ დაფქული შაქარი, სიმინდის ფქვილი, პურის ფქვილი და თან განაგრძეთ თქვეფა. ურიეთ დაბალ სიჩქარეზე 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადართეთ მაღალ სიჩქარეზე და გააგრძელეთ თქვეფა 3-4 წუთის მანძილზე.

3. ამოიღეთ ცომი სადილის კოვზით და განათავსეთ ბურთულები უცხიმო საცხობ ლანგარზე 5-5 სანტიმეტრიანი დაშორებებით. აცხვეთ დაახლოებით 12-15 წუთის განმავლობაში, ნუ დაბრაწავთ ზედმეტად. კარგად გააცივეთ და გემრიელად მიირთვით! 0

ავტორი: