08:25:10     27-11-2013
თეთრი სახლის საიტზე იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განცხადება გამოქვეყნდა

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის საიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ პეტიცია გამოქვეყნდა. სანქციები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ იანუკოვიჩი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.
"ჩვენ არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი იანუკოვიჩი და მისი ხელისუფლება უკრაინელ ხალხს ართმევს უფლებას, დასავლურ ცივილიზაციას დაუახლოვდნენ უფრო მეტად", – ნათქვამია განცხადებაში.
კიევში კი გრანდიოზული მიტინგი მიმდინარეობს. ასეთი მასშტაბის საპროტესტო აქცია მაიდანზე, 2004 წლის მერე არ ყოფილა.აქციები უკრაინის დედაქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა.
0