შავი ქლიავის პიკანტური სალათა თხილით შავი ქლიავის პიკანტური სალათა თხილით />


  14:45:51     31-01-2011

შავი ქლიავის პიკანტური სალათა თხილით

a3341.jpg

მასალა: შავი ქლიავი – 400 გრამი, ბერძნული თხილი – 1 ჩაის ჭიქა, ნიორი – 2–3 კბილი, მარილი  და ლომონის წვენი – გემოვნებით, მაიონეზი, შაქრის ფხვნილი  

მსხვილი შავი ქლიავი მოათავსეთ ცივ წყალში და დატოვეთ რამდენიმე საათი. როდესაც  ქლიავი დარბილდება (შეეცადეთ, რომ ძალიან არ დარბილდეს), ფრთხილად გამოაცალეთ კურკა. 1 ჩაის ჭიქა გასუფთავებული თხილი დაბეგვეთ ნივრის კბილებთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაამატეთ ცოტა მარილი, ლიმონის წვენი, ეს მასა შავ ქლიავს გაუკეთეთ ფარშის სახით და მოათავსეთ სასალათეში. დაამატეთ მაიონეზი და ცოტაოდენი რაოდენობის შაქრის პუდრა. 

0

ავტორი: