რატომ დააკავეს ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი გაიდამაკი? რატომ დააკავეს ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი გაიდამაკი? />


  12:26:29     26-11-2013

რატომ დააკავეს ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი გაიდამაკი?

a26473.jpg

ივანიშვილის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი არკადი გაიდამაკი დაკავებულია. ის შვეიცარიაში დააკავეს. ისრაელის მედია ვარაუდობს რომ წარმოშობით ებრაელი ბიზნესმენის დაკავება შესაძლოა ანგოლაში იარაღის უკანონო ვაჭრობასა და კორუფციულ მაქინაციებს უკავშირდებოდეს. 

ანგოლაში იარაღის უკანონო ვაჭრობის მოტივით საფრანგეთის სამართალდამცავმა უწყებამ გაიდამაკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აღძრა.

მაშინ, უცხოური მედია იმასაც არ გამორიცხავდა რომ გაიდამაკის უკანონო ბიზნეს-საქმიანობას, შესაძლოა, გარკვეული კავშირი ჰქონოდა ქართველ მილიარდელთანაც. ფრანგი გამომძიებლების ცნობით, გაიდამაკმა ანგოლაში 800 მილიონამდე ღირებულების იარაღი შეიტანა უკანონოდ.

გამოძიების დასრულების შემდეგ საფრანგეთის სასამართლომ გაიდამაკს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეწ. „ანგოლაგეიტის“  სკანდალზეზე ევროპის სხვა ქვეყნებშიც აქტიურად წერდნენ. 

შეგახსენებთ რომ არკადი გაიდამაკი აწ უკვე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორია. ის ივანიშვილთან ერთად "რასიისკი კრედიტის" დამფუძნებელი იყო. 

0

ავტორი: