"ალექსანდრე დანელიას გარდაცვალება, ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობას ან ლიკვიდაციას უკავშირდება" "ალექსანდრე დანელიას გარდაცვალება, ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობას ან ლიკვიდაციას უკავშირდება" /> "/> " />


  12:18:57     25-11-2013

"ალექსანდრე დანელიას გარდაცვალება, ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობას ან ლიკვიდაციას უკავშირდება"

a26436.jpg

ადვოკატი რომეო საჯაია აცხადებს, რომ ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე დანელიას გარდაცვალება ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობას ან ლიკვიდაციას უკავშირდება.

საჯაიას მტკიცებით, ალექსანდრე დანელიას ხურჩის ტერაქტთან დაკავშირებით ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი გახდა. 

 "გარდაცვლილი მეგობრებში და ახლობლებში ამბობდა, რომ მასზე მაღალჩინოსნებისგან ზეწოლა მიმდინარეობდა ხურჩის ე.წ. ტერაქტის საქმესთან დაკავშირებით. 

სწორედ ამის გამო, ის შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. არსებობს მეორე ვერსიაც, მან თქვა, რომ ის საჯაროდ აპირებდა ზეწოლაზე ესაუბრა და არ არის გამორიცხული, რომ მისი ლიკვიდაცია მოხდა“ - განუცხადა ჟურნალისტებს ხურჩის ტერაქტში ბრალდებულ რომან შამათავას ადვოკატმა, რომეო საჯაიამ.

0

ავტორი: