10:09:56     25-11-2013
სპეცრაზმი კიევში, ევროპის მოედანზე, აქციის დაშლას შეეცადა

წუხელ, სპეცდანიშნულების განყოფილების მებრძოლებმა, ევროინტეგრაციის მომხრეების დაშლა სცადეს, რომლებიც კიევში, ევროპის მოედანზე არიან შეკრებილნი. ოპერაცია გვიან ღამით დაიწყო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ალყა შემოარტყეს და მათი ტროტუარიდან გადაყვანა სცადეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, სპეცრაზმმა უკან დაიხია. სამართალდამცავი დანაყოფის სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ მილიციას საავტომობილო მოძრაობის აღდგენა სურდა.
0