04:50:55     25-11-2013
მადელენები-ფრანგული ნამცხვრები
სახელგანთქმული ფრანგული დესერტის, მადელენების კულინარიული რეცეპტი 12 უგემრიელესი ნამცხვრის მოსამზადებლად. დაიწყეთ ყოველი დღე პოზიტიურად, ისაუზმეთ ფრანგულად!
ფრანგული ნამცხვრები
ინგრედიენტები:
2 კვერცხი
3/4 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1/8 ჩაის კოვზი მარილი
1/3 ჭიქა შაქარი
1/2 ჭიქა ფქვილი
1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა
1/4 ჭიქა კარაქი
1/3 ჭიქა გრანულირებული შაქარი გასაფორმებლად
ცოტაოდენი ფქვილი და კარაქი ფორმისთვის
პირველი ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსამდე(375F). მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი 7.5სმ ზომის 12-ფორმიან ფირფიტას. გაადნეთ კარაქი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.
მეორე ეტაპი:
პატარა თასში მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ კვერცხი, ვანილი და მარილი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. თქვიფეთ და თან ნელ-ნელა ჩაუმატეთ შაქარი. განაგრძეთ თქვეფა სწრაფი სიჩქარით თხელი და მკრთალი ფერის მასის მიღებამდე. ამას 5-10 წუთი დაჭირდება. ფქვილი გაყავით 3 ნაწილად, მონაცვლეობით ჩააცერით თითოეული კვერცხის მასას და ნაზად შეურიეთ.
მესამე ეტაპი:
გაადნეთ კარაქი, შეურიეთ ცედრას და ნელა ჩაუმატეთ ცომის მასას(ნუ დაასხავთ ცენტრში, გაანაწილეთ კიდეებზე). მალევე, მაგრამ ნაზად შეურიეთ. მიღებული მასა გადაანაწილეთ ფორმებში და აცხვეთ 14-17 წუთის განმავლობაში, სანამ ნამცხვრები ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.
მეოთხე ეტაპი:
დანის წვერით ამოიღეთ ნამცხვრები ფორმიდან და დაალაგეთ ცხაურზე. მაშინთვე მოაყარეთ შაქარი გასაფორმებლად. საუკეთესო გემოსთვის მიირთვით გამოცხობის დღესვე ჩაისთან ან ყავასთან ერთად.
0