სააკაშვილი სენატორ მაკკეინს, ასევე სხვა სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა სააკაშვილი სენატორ მაკკეინს, ასევე სხვა სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა />


  19:05:14     22-11-2013

სააკაშვილი სენატორ მაკკეინს, ასევე სხვა სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა

a26403.jpg

მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც კონსულტაციები გამართა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პოლიტიკურ ლიდერებთან. მიხეილ სააკაშვილი შეხვდა სენატორ მაკკეინს, ასევე სხვა სენატორებსა და კონგრესმენებს.

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პოლიტიკოსებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სთხოვა მათ, გააგრძელონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და დახმარება საქართველოს ტერიტორიის დამპყრობლის მხრიდან ზეწოლის მოგერიებაში. მიხეილ სააკაშვილმა ასევე ვახშამი გამართა ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრებს მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესწრებოდნენ მისი მრჩეველი - რაფაელ გლუკსმანი და საქართველოს პარლამენტის წევრი - მარიამ საჯაია.

0

ავტორი: