უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა />


  12:26:49     22-11-2013

უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა

a26391.jpg

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ უკრაინის უარის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ”დამოუკიდებლობის მოედანზე” რამდენიმე ასეული მოქალაქე გამოვიდა. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა და მას პოლიტიკოსებიც ესქრებოდნენ.

როგორც ცნობილია, უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის განკარგულების თანახმად, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა.

"განკარგულება დეტალური შესწავლისა და კომპლექსური ზომების გატარების მიზნით მივიღეთ, რომელიც უკრაინამ უნდა განახორციელოს დაკარგული წარმოების, რუსეთთან, ასევე დსთ-ს სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულების აღსადგენად, შიდა ბაზრის სათანადო დონეზე ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინასა და ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს შორის პარიტეტულ ურთიერთობას", - აღნიშნულია უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0

ავტორი: