12:11:54     22-11-2013
ძარცვა ზუგდიდში, წაღებულია სიგარეტები და საღეჭი რეზინები
![a26389.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a26389.jpg)
გვიან ღამით, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა ნომერ 104–ში მდებარე მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის მფლობელი ინგა გვარამია აცხადებს, რომ ქურდობის შესახებ მან რამდენიმე საათის წინ გამყიდველისგან შეიტყო. ინგა გვარამია ამბობს, რომ მაღაზიაში ნავაჭრი ფული არ ჰქონდათ, წაღებულია მხოლოდ სიგარეტები და საღეჭი რეზინები.
"პრესა.ჯი"-ს ზუგდიდელი კორესპოდენტი იუწყება, რომ ადგილზე დილიდან პოლიციის ქვედანაყოფები მუშაობენ. სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, ქუჩის ვიდეოთვალზე დაფიქსირებული კადრები წაიღეს გასაშიფრად. საქმე გახსნილია.
შს სამინისტროს მომხდარზე განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.
0