10:47:21     22-11-2013
შემწვარი ბულგარული წიწაკის სალათა
მასალა:
500 გრ ბულგარული წიწაკა
1 ყავის კოვზი კვლიავი
1 ყავის კოვზი აჯიკა
3 ს/კ ლიმონის წვენი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ს/კ მცენარეული ზეთი
1 კონა ოხრახუში და მარილი
შევწვათ წიწაკა, გავაცალოთ კანი და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი, დავუმატოთ კვლიავი, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მცენარეული ზეთი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და აჯიკა. ყველაფერი კარგად ავურიოთ და მაგიდასთან მივიტანოთ ცივად.
0