თორნიკე შარაშენიძე: ეს მთავრობა თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემა! თორნიკე შარაშენიძე: ეს მთავრობა თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემა! />


  13:19:39     21-11-2013

თორნიკე შარაშენიძე: ეს მთავრობა თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემა!

a26364.jpg

"ქართველმა ერმა მთავრობის გადარჩევა ისწავლა. ამიტომაც ნუ მიეცემა ეს მთავრობა თვითკმაყოფილებას. მით უმეტეს რომ მას (განსხვავებით წინა მთავრობისგან) ძლიერი ოპოზიცია ჰყავს”,- ამის შესახებ განცხადება თორნიკე შარაშენიძემ გააკეთა. „პრესა.ჯი“ შარაშენიძეს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და საგარეო საფრთხეებზე ესაუბრა.

თორნიკე შარაშენიძე: ამ მთავრობას მხარადაჭერა აქვს, რაც გამოიხატა საპრეზიდენტო არჩევნებზეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტარების მიმართ არ უნდა იყოს კრიტიკული კითხვები ახალი პრემიერის და მთავრობის მისამართით. ჩემი აზრით, მეტი უნდა იყოს კონსტრუქციული კრიტიკა. თუ უმრავლესბა თვლის რომ ყველაფერი კარგად მიდის და არ საუბრობს შეცდომებზე, ეს აისახება უარყოფითად მათ რეიტინგებზე. ხალხმა მთავრობის გადარჩევა უკვე ისწავლა! ახალ მთავრობას საკმაოდ რთულ პირობებში უწევს მუშაობა.


პრესა.ჯი: სირთულე რაში გამოიხატება?

- მას ძლიერი ოპოზიცია ჰყავს, ისინი მოვიდნენ ძალიან დიდი დაპირებებით, რომლის შესრულება იოლი არ იქნება. ამასთან. ხალხი ივანიშვილის წასვლის შემდეგ მის გუნდს არ უყურებს როგორც მესიას, მათ მიმართ მოწიწება არ არის.

- როგორ შეაფსებდით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტში?

- ღარიბაშვილს ჰქონდა თავისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ახსენა კიდეც რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მისი ოჯახის წევრები დააკავეს, მეორე, მას როგორც შს მინისტრს უფლება ჰქონდა გაცნობოდა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, ეს გასაგებია, თუმცა გაუგებარი იყო უმრავლესობის კითხვები, მათ უნდა ეხელმძღვანელათ „მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპით. დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდის შიგნით მაინც მიმდინარეობს საქმიანი საუბარი. ყოველთვის დამღუპველია ქება–დიდება და ერთ ხმაში სიმღერა.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საზოგადოებრივ სექტორში გადასულმა ივანიშვილმა კულისებიდან მართოს მისი ხელდასხმულები?

-ამის, განხორციელება საკმაოდ რთულია, რადგან შეიცვალა ქვეყანა. ჩემი აზრით თვითონ მთავრობა დაეკითხება ივანიშვილს რაღაცეებს.

- რა ეტაპზეა ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით?

-ევროკავშირთან პარაფირების, ხელშეკრულებას ეწერება ხელი. სწორედ ამის შემდეგ იწყება უფრო რთული სამუშაოები. როცა რეალურად დაიწყება ჩვენი დაახლოება ევროკავშირთან, ეს ფაქტი გააღიზიანებს რუსეთს და ამ დროს იქნება საჭირო ნერვები, რომ ქვეყანამ ვიწრო ბილიკზე გაიაროს. 0

ავტორი: