11:00:17     21-11-2013
შურისძიების მიზნით, თელავში მამაკაცი დაჭრეს
თელავში კრიმინალური ფაქტი მოხდა. გვიან ღამით ნადიკვრის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 36 წლის მამაკაცმა თანაქალაქელი ცეცხლსასროლი იარარის გამოყენებით დაჭრა. მიზეზად, წლების წინ დაწყებული დაპირისპირება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილმა აღნიშნული მამაკაცის ძმა მოკლა. დაჭრილი თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ეჭვმიტანილი პოლიციამ მომხდარიდან მალევე
დააკავა. როგორც "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში განუცხადეს, საქმე ორი
მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ
ტარების მუხლითაა აღძრული.