ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას 24 ნოემბერს გააკეთებს ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას 24 ნოემბერს გააკეთებს />


  09:56:20     21-11-2013

ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას 24 ნოემბერს გააკეთებს

a26360.jpg

ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას, 24 ნოემბერს გააკეთებს. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდს შეაჯამებს და პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგება.

პოლიტიკური გაერთიანება ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს. როგორც ცნობილია, ივანიშვილს პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის, გენერალურ მდივნად კი, ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის კანდიდატურა  განიხილება.

0

ავტორი: