22:21:47     20-11-2013
პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას და წარდგენილ სამთავრობო პროგრამას, კენჭისყრის შედეგით - 93 მომხრე, 19 წინააღმდეგი, ნდობა გამოუცხადა. მინისტრობის წევრობის კანდიდატთა მოსმენები პარლამენტში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს კი პროცესი რიგგარეშე სხდომაზე გაგრძელდა.
ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა, ხოლო შს მინისტრის პოსტი ალესანდრე ჭიკაიძემ დაიკავა. ყველა სხვა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში ძველ პოზიციას ინარჩუნებს. მთავრობისთვს ნდობის გამოცხადების თაობაზე, პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა, რაც პრეზიდენტს გადაეგზავნება.
0