13:46:25     20-11-2013
ზვიად გამსახურდიას ქვრივი: ინაუგურაციაზე არ მიმიწვიეს - წერტილი

„მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ზვიად გამსახურდიამ თავისი ბეჭებით მოიტანა და მასთან ერთად მერაბ კოსტავამ. ამ ადამიანების იგნორირება კი უბრალოდ ვერ მოხდება. მას არა აქვს არანაირი ლოგიკური საფუძველი.
დედაჩემს, უფროს ძმებს და მე არც სიტყვიერი, არც ოფიციალური მიწვევა, ინაუგურაციაზე, არ მიგვიღია, ეს ბადებს ძალიან ბევრ კითხვებს, რაზეც, იმედი მაქვს, კომპეტენტური ადამიანები გასცემენ პასუხს“, - ამ განცხადებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია აკეთებს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს გიორგი გამსახურდიამ უთხრა, ამ თემაზე სატეევიზიო ფორმატში ისაუბრა დღეს კი დამატებით საუბარი აღარ სურს.
პირველი პრეზიდენტის შვილი, აცხადებს, რომ ინაუგურაციის ფორმების შეფასებაც არ შეუძლია, რადგან მისთვის თვალი არ უდევნებია.
გიორგი გამსახურდია: პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალისთვის არ მიყურებია. რადგან დატვირთული გრაფიკი მქონდა. ამიტომ დეტალების განხილვას ვერ შევძლებ.
„პრესა.ჯი“: ეხმარება თუ არა სახელმწიფო ექს პრეზიდენტის ოჯახს?
- დედაჩემი იღებს გარკვეულ სოციალურ დახმარებას, ოჯახის დანარჩენი წევრებიც დასაქმებულები ვართ“.
„პრესა.ჯი“ ფიცის დადების ცერემინიალზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის არ მიწვევის საკითხზე ზვიად გამსახურდის ქვრივს, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასაც დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბარში მოკლე კომენტარით შმოიფარგლა.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ინაუგურაციაზე ა არ მიმიწვიეს - წერტილი“.
0