შვილდაკარგული დედა: თელიას დღევანდელ პასუხზეა დამოკიდებული, გაიმართება თუ რა აქციები შვილდაკარგული დედა: თელიას დღევანდელ პასუხზეა დამოკიდებული, გაიმართება თუ რა აქციები />


  11:46:19     20-11-2013

შვილდაკარგული დედა: თელიას დღევანდელ პასუხზეა დამოკიდებული, გაიმართება თუ რა აქციები

a26336.jpg

სამი თვის წინ ბათუმთან, ახლომდებარე სოფელ ახალშენიდან გაუჩინარებული 17 წლის დარეჯან დიასამიძის დედა ლამზირა მახარაძე, არ გამორიცხავს, რომ პროკურატურისა და მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წამოიწყოს. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს გაუჩინარებული გოგონას დედამ აცნობა, პროკურატურისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ხვალ იწყურება, თუმცა მისი ინფორმაციით, სამართალდამცავებს დარეჯანის გაუჩინარების შესახებ ახალი მონაცემები არ აქვთ. 

ლამზირა მახარაძე: როგორც იცით, წინა კვირას პროურატურას ერთკვირიანი ულტიმატუმი წაუყენე, ვითხოვ გამოძიების მიმდინარეობაზე ამომწურავ ინფორმაციას. აქამდე ვითმენდი და ვუჯერებდი გამოძიებას, თუმცა სამი თვის თავზეც კონკრეტული შედეგი არ არსებობს. 

„პრესა.ჯი“: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არავინ შეგხმიანებიათ?

- რამდენიმე წუთის წინ დამიკავშირდა გამომძიებელი და მითხრა, რომ აჭარის სამმართველოს უფროსს, ვალერიან თელიას უნდა შევხვდე დღეს - სამი საათისთვის. დარწმუნებული ვარ თელია, მთხოვს, ულტიმატუმის ვადები გავზარდო, რადგან როგორც ჩანს მათ ხელმოსაჭიდი არაფერი აქვთ ამ საქმესთან დაკავშირებით. 

- თუ ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ პროკურატურისგან ვერ მიიღეთ კითხვებზე პასუხი, რას გეგმავთ?

- როგორც ადრე გითხარით, მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენებ, პერმანენტულ აქცებს გავმართავ, აღნიშნული პროკურორების დასასჯელად. რაც შეეხება მთავრობას, მათ ჩემი შვილის საქმეზე წარმოუდგნელი გულგრილობა გამოიჩინეს. თელიას დღევანდელ პასუხზეა დამოკიდებული - გაიმართება თუ რა აქციები. 

- სამი თვის თავზე ვინმე ხომ არ შეგხმიანებიათ, ვისაც ირიბი თუ პირდაპირი შეხება შეიძლება ჰქონდეს დარეჯანთან?

- პროკურატრიდან გამოსვლიდან მალევე, სოციალურ ქსელ „ოდნკლასნიკში“ შემოვიდა ჩემს გვერდზე უცნობი პიროვნება, რომელსაც კომენტარში დაწერა, რომ დარეჯანი იყო. თუმცა არაფერი მოუწერია. აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ სამართალდამცავებს, თუმცა გვითხრეს, რომ რახან მომხმარებელი ტელეფნის საშუალებით იყო შემოსული მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება.  0

ავტორი: