ბრინჯის კრემ-პუდინგი ბრინჯის კრემ-პუდინგი />


  11:12:59     20-11-2013

ბრინჯის კრემ-პუდინგი

a26322.jpg

  მოამზადეთ უგემრიელესი ბრინჯის კრემ-პუდინგი მთელი ოჯახისთვის და ისაუზმეთ ტკბილად! დაუვიწყარი გემოს მქონე 4 ულუფა ბრინჯის კერძი 45 წუთში მზადდება და ყველას, ვინც მიირთმევს, კმაყოფილს ტოვებს! გაეცანით, ეს თქვენი ახალი საყვარელი ბრინჯის კერძია ;)

ბრინჯის კრემ-პუდინგი

    რეცეპტის ინგრედიენტები:

        3/4 ჭიქა ბრინჯი
        2 ჭიქა რძე
        1/3 ჭიქა შაქარი
        1/4 ჩაის კოვზი მარილი
        1 ცალი კვერცხი
        2/3 ჭიქა ქიშმიში
        1 სუფრის კოვზი(15გ) კარაქი
        1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

~ მომზადების წესი ~

1. ჩაასხით 1 მთელი 1/2 ჭიქა წყალი ქვაბში და აადუღეთ. ჩაყარეთ ბრინჯი მდუღარე წყალში, მოურიეთ, დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში.

2. როცა ბრინჯი მოიხარშება, გადაიტანეთ ის მეორე ქვაბში. ჩაუმატეთ 1 მთელი 1/2 ჭიქა რძე, შაქარი, მარილი და შეურიეთ. დადგით საშუალო ცეცხლზე 15-20 წუთით, სანამ არ გასქელდება. ხშირ-ხშირად მოურიეთ.

3. მსუბუქად გათქვიფეთ კვერცხი და ჩაუმატეთ ბრინჯს. ჩაასხით დარჩენილი 1/2 ჭიქა რძე. ჩაყარეთ ქიშმიშიც და დატოვეთ ქვაბი ცეცხლზე კიდევ 2 წუთით, თან მუდმივად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. შეურიეთ კარაქი და ვანილი. გადაანაწილეთ ბრინჯი თეფშებზე. სურვილისამებრ მოაყარეთ დაფქული დარიჩინი ან მუსკატის კაკალი და გემრიელად მიირთვით!

    ნუტრიცია:
    კალორიები: 366კ.კალ.
    ქოლესტერინი: 70მგ.
    ცხიმები: 6.9გ.
    პროტეინი/ცილა: 8.7გ.

მოგეწონათ რეცეპტი? 0

ავტორი: