შოკოლადის ბისკვიტი ნიგვზით შოკოლადის ბისკვიტი ნიგვზით />


  11:11:25     20-11-2013

შოკოლადის ბისკვიტი ნიგვზით

a26321.jpg

დრო მოსამზადებლად: 25 წუთი;

დრო გამოსაცხობად: 45 წუთი.

მასალა:
2 ჭიქა ფქვილი
1/2 ჭიქა კაკაოს ფხვნილი
1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
1 ჩაის კოვზი მარილი
6 სუფრის კოვზი დარბილებული კარაქი
1 ჭიქა შაქარი
2 ცალი კვერცხი
1 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
3/4 ჭიქა შოკოლადის ნატეხები

პირველი ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 180°C-მდე. დიდი ზომის საცხობ ფირფიტას მოაცხეთ ცხიმი და მოაფრქვიეთ ცოტაოდენი ფქვილი ან უბრალოდ პერგამენტის ქაღალდით დაფარეთ.
თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, კაკაო, სოდა და მარილი.
მეორე თასში გათქვიფეთ კარაქი შაქართან ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ კვერცხები და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ ფქვილის ნარევიც და მოურიეთ. მიღებულ ცომს შეურიეთ ნიგოზი და შოკოლადის ნატეხები.

მეორე ეტაპი:
ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. ორივეს მიეცით 30სმ სიგრძის და 5სმ სიგანის(დიამეტრი) ცილინდრის ფორმა, დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე და ცოტათი გააბრტყელეთ. ზემოდან სურვილისამებრ მოაფრქვიეთ საკონდიტრო შაქარი და აცხვეთ 35 წუთი. გამოცხობის შემდეგ 5 წუთით საცხობ ფირფიტაზევე გააცივეთ.

მესამე ეტაპი:
ცერად დაჭერით ბისკვიტები 1.5-2სმ სიგანის ნაჭრებად, დაალაგეთ უცხიმო საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ სანამ არ გაფხვიერდება (დაახლოებით 7-10 წუთი). შემდეგ კარგად გააცივეთ და მიირთვით.

შენახვა:
ჰაერგაუმტარ კონტეინერში ინახება 1 კვირით, გაყინულ მდგომარეობაში კი 1 თვით. 0

ავტორი: