11:10:38     20-11-2013
კაკაოს ნამცხვარი
თუ გსურთ, რომ თქვენი წლევანდელი საახალწლო სუფრა იყოს უფრო მრავალფეროვანი, ტკბილი და გემრიელი ვიდრე ოდესმე, მაშინეწვიეთ ნამცხვრების კატეგორიას! მას შოკოლადის მოყვარულთა გასახარად კაკაოს ნამცხვრის რეცეპტი შევმატეთ!
კაკაოს ნამცხვარი
გამოდის 10 ნაჭერი კაკაოს ნამცხვარი;
დრო მოსამზადებლად: 15 წუთი;
დრო გამოსაცხობად: 20 წუთი.
ინგრედიენტები:
1/2 ჭიქა ფქვილი
1/2 ჭიქა დაუმტკბარი კაკაო(ფხვნილი)
1/4 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1/4 ჩაის კოვზი მარილი
85 გრამი კარაქი ან მარგარინი
1 ჭიქა შაქარი
2 დიდი ზომის კვერცხი
2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1/3 ჭიქა შოკოლადის პატარა ნატეხები(არასავალდებულო*)
ცორაოდენი ცხიმი გამოსაცხობად
პირველი ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 175°C-მდე. წაუსვით ცხიმი 20×20სმ ზომის მეტალის საცხობ ფირფიტას. კალკის ფურცელზე ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი.
მეორე ეტაპი:
3.5 ლიტრიან ქვაბში გაადნეთ კარაქი დაბალ ტემპერატურაზე. შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მასში მორევით ჩაამატეთ შაქარი, კვერცხები სათითაოდ, ვანილი. კარგად მორევის შემდეგ ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი მასაც და კვლავ მოურიეთ.
მესამე ეტაპი:
ცხიმწასმულ მეტალის საცხობ ფირფიტაზე მოაფრქვიეთ შოკოლადის პატარა ნატეხები, თუ იყენებთ*. ცომის მასა გაანაწილეთ თანაბრად და აცხვეთ 18-20 წუთის განმავლობაში.
მეოთხე ეტაპი:
გამოცხობის შემდეგ კაკაოს ნამცხვარი საცხობ ფირფიტაშივე გააცივეთ ცხაურზე(ამას დაახლოებით 2 საათი დაჭირდება). და ბოლოს, დაჭერით ნამცხვარი თანაბარი ზომის 16 ნაჭრად, იგემეთ თქვენი კულინარიული შრომის უგემრიელესი შედეგი და შეაფასეთ მისი რეცეპტი, რომელიც ჩვენ შემოგთავაზეთ.
0