ჯაჭვლიანი: თუ ვინმე დააშავებს თვითონ წავა! მე არასად წასვლას არ ვაპირებ ჯაჭვლიანი: თუ ვინმე დააშავებს თვითონ წავა! მე არასად წასვლას არ ვაპირებ />


  16:15:48     19-11-2013

ჯაჭვლიანი: თუ ვინმე დააშავებს თვითონ წავა! მე არასად წასვლას არ ვაპირებ

a26309.jpg

საპარლამენტო კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ოცნების ერთ-ერთ ლიდერს დავით საგანელიძეს  პრობლემები აქვს თანაპარტიელ სოსო ჯაჭვლიანთანაც.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით დეპუატებს შორის ხმამაღალი საუბარი შედგა პარლამენტის შენობაში. ჯაჭვლიანი საგანელიძეს უყვიროდა: „რაღაცები არასწორად მიგაქვს ბიძინასთან“.

„პრესა.ჯი“ ინფორმაციის გასარკვევად ორივე მხარეს დაუკავშირდა, საგანელიძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ჯაჭვლიანი კი მოკლე კონტარით შემოიფარგლა.

მსახიობი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ემუქრება ყველას, ვინც აზრად გაივლებს მისი პარტიიდან გაშვებას. ჯაჭვლიანი ასეთებს ურჩევს რომ ჭკვიანად იყვნენ.

„პრესა.ჯი“: საუბრობენ, რომ დავით ლორთქიფანიძის მსგავსად პრობლემები თქვენც შეგექმნათ დავით საგანელიძესთან...

- ამდენი ტყუილები საიდან მოაქვთ კაცო (იცინის)... დავით ლორთქიფანიძის გაშვება არ გაშვება სოსოსთან რა შუაშია...

- არსებული ინფორმაციით, თქვენსა და საგანელიძეს შორისაც იყო დაპირისპირება...

- არა, ასეთი რამ არ მომხდარა, მარა თუ ვინმე დააშავებს თვითონ წავა! მე არასად წასვლას არ ვაპირებ.

- რა ხედება „ქართული ოცნების“  შიგნით,  რაიმე სახის სიახლე ხომ არ იგეგმება?

- ხვალ არის ამ მთავრობის დამტკიცება, და მერე ვნახოთ... ჩვენ ჯვარი გვაქვს დაწერილი სიმართლეზე, მეტი არაფერზე, ასეა შევხედოთ - ახალი რაღაცები იქნება, მგონია რომ სხვა ნაბიჯები იქნება გადადგმული, სიკეთისკენ: დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“.

ცნობისთვის, ჯაჭვლიანი მმართველ გუნდს „ხუდონჰესის" პროექტის გამო დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ შეურაცხმყოფელია, როცა ვიღაც-ვიღაცეები სასაცილოდ იგდებენ, რომ თურმე სვანეთში 200-მა ადამიანმა ხატზე დაიფიცა...  

"ხუდონჰესის" ამჟამინდელი პროექტი ყველაზე ცუდი ვარიანტია. პირველ რიგში აზრთა შეჯერება და ადგილობრივი მაცხოვრებლების მოსაზრებების გათვალისწინება უნდა მოხდეს“, - ამბობდა ის. 

0

ავტორი: