ლორთქიფანიძე საგანელიძეზე: ჩვენ ერთმანეთთან უთანხმოების პოზიციაში ვიმყოფებით ლორთქიფანიძე საგანელიძეზე: ჩვენ ერთმანეთთან უთანხმოების პოზიციაში ვიმყოფებით />


  14:03:19     19-11-2013

ლორთქიფანიძე საგანელიძეზე: ჩვენ ერთმანეთთან უთანხმოების პოზიციაში ვიმყოფებით

a26303.jpg

დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მასსა და დეპუტატ დავით საგანელიძის შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლორთქიფანიძე შესაძლოა, პარტია "ქართული ოცნებიდან"  გარიცხონ, დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია.

დავით ლორთქიფანიძე: მე ამ ინფორმაციის დადასტურება არ შემიძლია, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არავის ჩავუყენებივარ. თუ კი ვინმეს რამე აინტერესებს, ჩემი მუშაობის ირგვლივ, ყველას შემიძლია არგუმენტირებული პასუხი გავცე. თუ საქმის კეთების გამო შეიძლება ადამიანი გარიცხონ პარტიიდან, ნამდვილად არ მგონია ეს სწორი საქციელი იყოს. იმედია რომ ეს ინფორმაცია ჭორია.

- „პრესა.ჯი“: ადასტურებთ თუ არა რომ 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე თქვენსა და საგანელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა?

- არავისთვის არ არის სიურპრიზი, რომ ჩემსა და საგანელიძეს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ჩვენ ერთმანეთთან უთანხმოების პოზიციაში ვიმყოფებით. ეს არ არის მარტო ჩემი პოზიცია, ჩვენ ვართ რამდენიმე პარტიული დეპუტატი, რომელსაც გვქონდა საგანელიძესთან შეხვედრა და თუ მასთან უთანხმოება გახდება საფუძველი ამ ყველაფრის... ნამდვილად არ ვიცი...

იმედია რომ ქართულ პოლიტიკაში, მითუმეტეს დღევანდელ რეალობაში, თუნდაც ერთი პოლიტიკური გუნდის პირობებში, აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტიიდან არავინ იქნება გარიცხული“.

ლორთქიფანიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძის ღიად ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაუპირისპირდა.

ლორთქიფანიძე ირწმუნება, რომ უმრავლესობის შიგნით რამდენიმე დეპუტატს "დისკომფორტს დავით საგანელიძე უქმნის“. 

შეგახსენებთ რომ "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ, საგანელიძის ინიციატივით ლორთქიფანიძის პარტიიდან გარიცხვა დაგეგმა. მართალია, ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, ის რომ საგანელიძე-ლორთქიფანიძის შორის დაპირისპირებაა, ამ ბლიც-ინტერვიუდანაც ჩანს. 

0

ავტორი: