ღარიბაშვილმა მთავრობის შემადგენლობა დაასახელა ღარიბაშვილმა მთავრობის შემადგენლობა დაასახელა />


  17:06:11     18-11-2013

ღარიბაშვილმა მთავრობის შემადგენლობა დაასახელა

a26288.jpg

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდამა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მთავრობის ახალშემადგენლობა დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება: 

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი;

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე;

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია;

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური;

განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე,

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე;

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელიც ვიცე-პრემიერადაც დარჩება.

გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგოლაძე;

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგენკო;

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია;

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი;

დიასპორას საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულძე;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი;

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია,

შს მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე, 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„ეს არის ყველაზე ნაცნობი გუნდი, მათთან ერთად ერთი წელია ვმუშაობ, ისინი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, ისინი მუშაობაში მყავს გამოცდილი. თითოეულმა მინისტრმა თავდადებით იმუშავა და აქამდე მნიშვნელოვანი შეცდომებისა და გადაცდომების გარეშე იმუშავა. ყველა მინისტრი გააგრძელებს მუშაობას“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.  0

ავტორი: